ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი არ დაესწრება.
,,ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განახლდება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ საქმის განხილვა. ჩვენ უკვე დავკითხეთ ას მოწმეზე მეტი, რომელთაც არა თუ პირდაპირ, არამედ პირდაპირ არაფერი არ გვითხრა ამ ბატონებს რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი", _აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.