შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების (ფოთის ნავსადგურის ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის მოძრაობის გამყოფი აღმოსავლეთის ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი კონტეინერმზიდი გემი "MURAT K" დააკავეს. აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტისსასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები