შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა პარასკევს, 29 ნოემბერს გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებას არ მიღებენ, განიხილავენ მხოლოდ პატიმრების საქმეებს.
ელისაშვილის განმარტებით, შეწყალების პროცესი, სავარაუდოდ. წელიწადში ხუთჯერ განხორციელდება.
,,პირველი სამუშაო შეხვედრა პარასკევს გვექნება, თუმცა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, უბრალოდ, საქმეებს განვიხილავთ. გვინდა, რომ პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სია ახალ წლამდე წარვუდგინოთ. ზოგადად გვინდა, რომ წელიწადში ხუთჯერ მოხდეს შეწყალება", _განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარე და შემადგენლობა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ წარადგინა.