დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო სხდომას თავად ბრალდებული ვანო მერაბიშვილის დაესწრება. როგორც მერაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, ისინი სასამართლო პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სხვა ფორმით შეეცვალოს.
დღევანდელ პროცესზე უნდა ასევე გადაწყდეს დაუშვებს თუ არა მოსმართლე ამერიკული ორგანიზაციის ,,დენსუსის" დასკვნას საქმის არსებით განხილვამდე. სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეისწავლა 2011 წლის 26 მაისს მოვლენები.