ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის შემუშავებულ წინადადებებს დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს.
ელჩებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სამსახურის მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიღებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე დაგეგმილია, მინისტრის შეხვედრა საპარლამენტო და არასაპარლამერნტო ოპოზიციასთან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პარლამენტსგარეთ დარჩენილი პოლიტიკური უმცირესობა ხელისუფლებასთან დიალოგზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციასთან დიალოგი სამი მიმართულებით აწარმოოს. ესენია: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაძლვა და სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე დემოკრატიული რეფორმების ერთობლივად გატარება.