შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილის მკვლელობას გამორიცხავს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჭიკაიძემ განცხადა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
,,საქმე აღძრულია, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თვითმკვლელობამდე მიყვანას. ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილე სახლში ნაპოვნი იქნა. სახლი შიგნიდან ჩაკეტილი იყო, კარი გარედან ძალისმიერად შენგრეულ იქნა. მკვლელობას გამოვრიცხავ, ეს არის თვითმკვლელობა, მაგრამ რამ გამოიწვია გამოძიება გრძელდება და რა მოხდა გამოძიება დადგენს, შემდეგ დაწვრილებით პასუხს გაგცემთ", _განაცხადა ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ჩიჩუას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების ერთ-ერთ ბინაში, ზუგდიდის პოლიციის სამართველოს თანამშრომლის ა.დ ცხედარი იპოვნეს. გარდაცვლილს ტყვია აქვს მოხვედრილი.