შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ახალი მოადგილეები ეყოლება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა. მის ადგილზე კი დაინიშნება დავით ხუციშვილი, რომელიც იყო საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
"ჩემს პირველ მოადგილედ გადადის გიორგი ზედელაშვილი, რომელსაც ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა", - განაცხადა ჭიკაიძემ და აღნიშნა, რომ კიდევ ერთ მოადგილე ალექსნდრე ტაბატაძე ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა მისი საკითხი წყდება.
შს მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობას განაგრძობენ ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური.