დღეს 151 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. ეს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე განთავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო, რომელმაც მორიგი სხდომა ასჯელაღსრულების #5 რუსთავის ქალთა დაწესებულებაში გამართა.
კომისიის სხდომაზე 700-ზე მეტი მსჯავრდებულის შუამდგომლობა იქნა განხილული, აქედან კომისიამ დააკმაყოფილა 151 მსჯავრდებულის შუამდგომლობა. მათგან 13 ქალია, 1 არასრულწლოვანი, 7 მსჯავრდებულს კი სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.