დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესი მოწმეების დაკითხვით განახლდება. როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატები განმარტავენ პროცესს ყოფილი პრემიერი მერაბიშვილის დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.