შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართვეოს განყოფილებაში, ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ფოთის ნამისადგომთან მდგარი ბელიზის დროშით მცურავი გემის "ROKSOLANA-1"-ის კაპიტნის, უკრაინის მოქალაქის მიმართ. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარისა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 66 ლარის და 40 თეთრის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები