ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი და შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მიიჩნევენ, რომ 26 საქმეში მტკიცებულებებიდან დენსუსის ანგარიშის ამოღება ეჭვქვეშ აყენებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.
განცხადება ამის შესახებ შოთა უტიაშვილმა და გიორგი ჩივიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთეს. ჩივიაშვილი თქმით, დენსუსის ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლომ შესაძლოა ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანოს, რის გამოც პროკურატურამ მისი მტკიცებულებიდან ამოღება მოითხოვა.
„პროკურატურა ვალდებულია საქმეში როგორც გამამტყუნებელი, ისე გამამართლებელი განაჩენი დატოვოს. თუმცა 19 ნოემბერს პროკურატურამ 26 მაისის საქმიდან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაკვეთილი ანგარიშის ამოღება მოითხოვა. პროკურატურამ იცის, რომ თუ დენსუსის ანგარიში საქმეში დარჩება, მერაბიშვილი გამართლდება. მან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული ანგარიშის ამოღებასთან ერთად, მოწმეებად წარადგინა ნინო ბურჯანაძე და მისი ათეულობით მხარდამჭერი. პროკურატურის მტკიცებით ამერიკული დენსუსის არასანდო მტკიცებულებაა, ხოლო პუტინისტების ჩვენებები სანდო - ეს არის პირდაპირი სიგნალი ყველასთვის, რომ თავისი ხელქვეითების თu მხარდამჭერების მეშვეობით, პუტინს საქართველოშიც კი შეუძლია თავისი მოწინააღმდეგეების გასამართლებას მიაღწიოს," - განაცხადა ჩივიაშვილმა.
პროკურატურამ 19 ნოემბერს 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებიდან დენსუსი ანრაგიშის ამოღება მოითხოვა. სასამართლო 27 ნოემბერს გადაწყვეტს დაკმაყოფილდება თუ არა პროკურატურის მოთხოვნა.