თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დასაკითხ პირთა სია წაიკითხა.
2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით შს ექს-მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა მისცეს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხვების მრავალრიცხოვანი ოქმები წარმოადგინა. მათ შორისაა გიორგი მარგველაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ნინო ბურჯანაძის, გიორგი აბდალაძის, გოგა ხაინდრავას, შალვა ჯანაშვილის, გიორგი ლორთქიფანიძის და სხვა ცნობილი პირების დაკითხვის ოქმები.