18 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საფრანგეთის მოქალაქე გ.კ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტი „LYRICA" (100 მგ) - 84 აბი, „LYRICA" (150 მგ) - 56 აბი და „BROMAZEPAM" (6 მგ) - 10, 5 (ათნახევარი) აბი.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს კრიმინალური პოლიციის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.