დღეს, 19 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და სხვა პირების სასამართლო პროცესი გაგრძელდება.
დღევანდელი პროცესი კი დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს დაეთმობა, რის შემდეგაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვას იტყვიან. პროკურატურის საჩივარზე სასამართლომ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვები წინა პროცესზე მოისმინა.
ამის შემდეგ კი მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, დატოვებს თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში, რის მიხედვითაც ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამართლდნენ.