დღეს, 19 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს ექს მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაიმართება.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარმოადგენენ. ასევე, დაცვის მხარეს გარკვეული შუამდგომლობები ექნება.
აღნიშნული საქმის განხილვა 6 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პროცესი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გადადო.