კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში მყოფი ხერთვისის ციხის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არსებული აწყურის ციხისა და წლების წინ მეწყრის შედეგად დაზიანებული ბებრის ციხის გადაუდებელი ფიზიკური სამუშაობი მცხეთაში, უკვე დაწყებულია. სამუშაობის წარმოების ხარისხი მკაცრად კონტროლდება ეროვნული სააგენტოს ახლადშექმნილი ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი პრიორიტეტია - ქვეყნის ციხე-სიმაგრეების ეტაპობრივი აღდგენა-რეაბილიტაცია.
2009 წელს მეწყრის შედეგად ბებრის ციხის ციტადელის ჩრდ-დასავლეთ ნაწილი გრუნტთან ერთად მოწყდა ძირითად ციხეს და დასავლეთის და ჩრდილოეთისკენ მიმართული კედლები განადგურების პირას აღმოჩნდა. ამავე წლებში, სამშენებლო წესების მიხედვით ჩატარებული კვლევით ბებრისციხეს - ყველაზე მძიმე, დაზიანების მე-3 კატეგორიით შეფასდა და დეტალურად გაირკვა დამეწყრის ძირითადი ზონები.
სპეციალისტები ბებრის ციხის გადარჩენის I ეტაპზე ციხის ჩრდილოეთ კედლის, როგორც ყველაზე დაზიანებული ნაწილის გამაგრება-აღდგენაზე მუშაობენ.
გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს აწყურის ციხის ჩრდილოეთ კედლის ყველაზე ავარიულ მონაკვეთში. აწყურის ციხის მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება. კედლის ჩამონგრევის საფრთხე ზამთრის დადგომის წინ მატულობს, რომლის პარალელურად, სპეციალისტები კონსერვაციის აუცილბელობაზე დიდი ხანია საუბრობენ. ამ ეტაპზე აწყურის ციხეზე რესტავრატორები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ იმისთვის რომ, მოახლოებულ ზამთარში არ მოხდეს არა მხოლოდ ძირგამონგრეული ნაწილის, არამედ მისი მომიჯნავე ავარიული უბნების მოსალოდნელი ნგრევა.
ხერთვისის ციხე 2007 წლიდან იუნესეკოს წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. მდოგონარობა მძმეა დასავლეთის მრუდწახნაგოვან კოშკსა და ციტადელის გალავნზე. სამუშაოები ადგილობრივი ჯიშის ქვითა და კირის დუღაბის გამოყენებით ხორციელდება.
ხერთვისის პროექტი გასულ წლებში იკომოს-საქართველომ მოამზადა - პროექტის მიხედვით, ხერთვისის მთავარი კოშკის აღმოსავლეთ ფასადის ქვედა მონაკვეთებში ჩამოშლილი საპირე წყობის აღდგენა, უხეშად ნათალი წყობის თავდაპირველი ხასიათის გამეორებით, კირის დუღაბზე მიმდინარეობს; ასევე ხორციელდება გვიანდელი გამონგრეული კარის ღობის წირთხლების ამოყვანა აგურის წყობით და ხის ზღუდარის მოწყობა; დასავლეთის ფასადის არაავთენტური, გამოქარული და დაზიანებული საპირე წყობის შეცვლა თავდაპირველი უხეშად ნათალი წყობით და კოშკის ზედა ნაწილის გამოფიტული კონტურის კონსერვაცია.
ციტადელის გალავნის სამხრეთ დასავლეთ კედლზე მიმდინარეობს კონტრფორსის და კედლის მიმდებარე ნაწილების დაზიანებული და ჩამოცვენილი საპირე წყობის აღდგენა უხეშად დამუშავებული ადგილობრივი ჯიშის ქვით. დასავლეთ კედლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის კონტრფორსის ქვედა ნაწილების და მისი მიმდებარე მონაკვეთებში დაზიანებული და ჩამოცვენილი საპირე წყობის აღდგენა. ციტადელში შესასვლელ კარის ღიობისთვის ლითონის გისოსიანი კარის დამზადება და მონტაჟი.
აღნიშნულ ციხე სიმაგრეებზე სარეაბილიტაციო სამუშაობის I ეტაპი დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.