სს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის(სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იასინ ი., რომელიც 2013 წლის 15 ნოემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართელო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები