მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქსი გვერდზე პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის გუმბათშია გადაღებული. საუბარია იმ კლიპზე, რომლის დროსაც პრეზიდენტის სასახლეზე ე.წ. გულებიანი დროშა აღიმართა და მთავრობისა და საზოგდობის ერთი ნაწილის აღშფოთების მიზეზი გახდა.
თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, რომ დროშის აღმართვა კლიპის გადაღებას უკავშირდებოდა.
6-წუთიან კლიპში გადმოცემულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები.