საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3.3 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 16:52 საათზე დაფიქსირდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისთან ახლოს იყო.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.