შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა უზბეკეთის რესპუბლიკის ხუთი, საქართველოს ერთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომლებიც 2013 წლის 10 ნოემბერს, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.