შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სელვერ ბ., რომელიც 2013 წლის 10 ნოემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართელო აწარმოებს.