გეგუთის ციხის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებების 300-მდე პატიმარი, რომელიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიან მათი საქმეების გადახედვას ითხოვს. აღნიშნულ მსჯავრდებულებს ამნისტია ნაწილობრივ შეეხოთ.
პატიმრები დეპუტატებთან ითოვენ შეხვედრას. მათ წერილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსაც გაუგზავნეს.
მსჯავრდებულების განმარტებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.
პატიმრების მოთხოვნას პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ეხმიანება.
,,მინდა ყველა პატიმარი დავარწმუნო რომელსაც მიაჩნია რომ უკიდურესი ზომებია საჭირო იმისთვის, რომ დამატებითი ყურადღება მიიპყრონ. ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება საკითხისადმი და ადამიანი რომელიც ასეთ ქმედებებს მიმართავს ის ავტომატურად უდოს კომისიისთვისაც და სხვა ფორმის შეწყალებისთვისაც შეიძლება უფრო უარყოფით კონტექსტში იქნას განხილული", _განაცხადა ფოფხაძემ.