ყველაზე დიდი ფორთოხლისფერი ბრილიანტი 35.5 მლნ დოლარად გაიყიდა. 14,82 კარატიანი ბრილიანტი Christie's-ს საშუალებით გასხვისდა. ძვირფასი ქვის ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, ფსონი დარბაზიდან გაკეთდა. ძვირფასი ქვა ექსპერტების მიერ 17-20 მლნ დოლარად იყო შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ფორთოხლისფერ ბრილიანტზე ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. ქვა სამხრეთ ამერიკაშია ნაპოვნი და ის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კერძო საკუთრებაში ინახებოდა.