გიორგობისთვის პატიმართა შეწყალება არ მოხდება. როგორც გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, 23 ნოემბერს ვეღარ მოხერხდება.
"23 ნოემბერს შეწყალება ვეღარ მოხერხდება, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს უნდა გაიმართოს და ძველი კომისია სხდომას ვეღარ გამართავს. ახალი პრეზიდენტი ახალ კომისიას ჩამოაყალიბებს. ალბათ, კომისიის წევრთა უმრავლესობასაც შეცვლის", - აცხადებს თევდორაძე.