ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო. როგორც ცნობილია, ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობისა და არეულობის გამო, ზაფხულში ქვეყნის 14 პროვინციაში კომენდატიის საათი გამოცხადდა.გადაწყვეტილება კი თავის მხრივ პრეზიდენტ მუხამედ მურსის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგებს შორის გამართული შეტაკებების შემდეგ გამოცხადდა.
როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა ქვეყანაში ტურისტების ნაკადი მოიმატებს, რადგანაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბევრი უცხოელი ტურისტი ეგვიპტეში ჩასვლისგან თავს იკავებდა, მით უმეტეს რომ ქვეყნის მთავრობებმა საკუთარ მოქალქეებს ეგვიპტეში ჩასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს. ხოლო მას შემდეგ რაც ეგვიპტეზე მოთხოვნა გაიზრდება, სავარაუდოდ ტურისტული მომსახურეობის ფასი მოიმატებს.