საინვესტიციო ფონდებზე ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს, თუმც ეს დროებითი პროცესი იქნება და სებ-ს ფონდების მარეგულირებლის ფუნქცია, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება.
პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, „საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომელზეც მსჯელობა საკომიტეტო მოსმენებზე უკვე დაიწყო, დროებითი ნორმის დაწესებით საინვესტიციო ფონდების საქმიანობაზე საზედამხედველო ორგანოს განსაზღვრას. კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 მარტამდე საინვესტიციო ფონდების საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებებს განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.