თავდაცვის მოქმედ მინისტრზე ირაკლი ალასანიაზე თავდასხმა იგეგმებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ "ალიას" დღევანდელი გამოცემა ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით ალასანიაზე თავდასხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბაჩო ახალიამ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით დაგეგმა.
გამოცემის ცნობით, განზრახვის სისრულეში მიყვანას ხელი თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეუშალა, რომელმაც ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს მიაწოდა.
"ბაჩო ახალიას გეგმის მიხედვით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება. პარალელურად კი ქვეყანაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით, განხორციელებულიყო ირაკლი ალასანიაზე თავდასხმა. თუმცა ამ ინფორმაციის მიღებიდან მეორე დღესვე ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში ჩავიდა და ირაკლი ალასანიას გვერდში დაუდგა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მას უთხრა, - ვიცი შენთვის მოულოდნელია ჩემი აქ ჩამოსვლა, მაგრამ მე მაქვს ამის სერიოზული მიზეზი, რადგანაც იგეგმება შენი ლიკვიდაცია. თუ კი შენს გვერდით დავდგები ისინი ვერ მოახერხებენ ზუგდიდიში ვითარების არევას და პრობლემების შექმნას", - წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები