ზუგდიდში, პატრულის თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ბრალდებულ კოტე გულორდავას პატიმრობა შეეფარდა.
გულორდავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, დაკითხვის პარალელურად კი, სამართალდამცავი ორგანოს შენობასთან მისი მხარდამჭერები აქციას მათავდნენ და გულორდავას გათავისუფლებას ითხოვდნენ.
გულორდავამ მისი მეჯვარე პატრულ-ინსპექტორი გოგა ანჩაბაძე გუშინ, დაახლოებით 12:00 საათზე მას შემდეგ დაჭრა, რაც შეიტყო, რომ ანჩაბაძე მისი ორსული მეუღლის გაუპატიურებას ცდილობდა.
პირადი უთანხმოების საუძველზე წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, გულორდავამ ანჩაბაძეს ყური მოჭრა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომზე მძიმეა. მას ასევე მოტეხილი აქვს ორივე ქვედა კიდური.
დანაშაულის ჩამდენი კოკა გულორდავას ოჯახის წევრები და ადვოკატი მისთვის პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმებიან და გულორდაას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აღძრულის სისხლის სამართლის საქმე განზრახ ნაკლებადმძიმე დაზიანებაზე.