13 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფრანგი შემსრულებელი ტიბო კოვენი -გიტარა კონცერტს გამართავს.
კლასიკური მუსიკის უბადლო შემსრულებელი თბილისის მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება. პროგრამაშია: დომენიკო სკარლატი-სონატა K1, სონატა K32, სონატაK149 და სხვა.
ტიბო კოვენი ნიჭიერი, ქარიზმატული და მოთხოვნადი გიტარისტია. მას იწვევენ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრებში და გიტარით ხელში მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. ნიუ-იორკსა თუ ჰონკონგში, სტამბულში, ლონდონსა თუ მელბურნში ან, კიდევ, სინგაპურსა თუ თელავივში. ტიბომ ყველა კონტინენტზე უკვე 1000-მდე კონცერტი ჩაატარა და ყველგან საუკეთესო კრიტიკა მიიღო. მან, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო უამრავ სატელევიზიო თუ რადიო გადაცემაში და ითანამშრომლა ცნობილ მუსიკოსებთან, კომპოზიტორებთან და სიმფონიურ ორკესტრებთან. ტიბო უკვე აღიარებულია, როგორც ნოვატორი და სიახლის შემომტანი მუსიკოსი და მას ხშირად იწვევენ ყველაზე პრესტიჟული კონსერვატორიები, უნივერსიტეტები და ფესტივალები მთელი მსოფლიოდან, სადაც ის მართავს მასტერკლასებსა და კონფერენციებს, ჟიურის როლში მონაწილეობს კონკურსებში.
წარმოშობით მუსიკოსთა ოჯახიდან, ტიბომ გიტარაზე დაკვრის შესწავლა პირველად მამასთან დაიწყო 6 წლის ასაკში. ბორდოსა კონსერვატორიისა და პარიზის უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობს. 20 წლის ასაკში, ის ერთადერთი გიტარისტია მსოფლიოში, რომელმაც საერთაშორისო კონკურსებში 13 პირველი პრიზი აიღო. ტიბო არჩეულია « ქალაქ ბორდოს ელჩად » და წარმოადგენს მშობლიურ ქალაქს მთელ მსოფლიოში.
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და GWS- GEORGIA- CRADLE OF WINE.