საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი და რაგბის ფედერაცია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმის ფარგლებში, ბილაინის ფინანსური მხარდაჭერით, რაგბის ფედერაცია მთელი წლის განმავლობაში პანკისში, 10 დან 16 წლამდე ასაკის 30 ბავშვს ავარჯიშებს, გარდა ამისა მოეწყობა რაგბის სათამაშო მოედანი და გამოყოფილი სახსრებით მოხდება საჭირო ინვენტარის შეძენა.
ბილაინის და რაგბის ფედერაციის წარმომადგნელები მემორანდუმს 13 ნომებერს, 13 საათზე რაგბის აკადემია " შევარდენის " ( ბოგდან ხმელნიცკის 40 ) ტერიტორიაზე გააფორმებენ.
" ბილაინისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ორი ძირითადი მიმართულება ბავშვებზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. დარწმუნებულები ვართ, რომ რაგბის ფრდერაციის და ბილაინის ეს ინიციატივა განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას საზოგადოებაში" - თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი