შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოს საბანკო სექტორთან თანამშრომლობით კმაყოფილია. ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მუსტაფა ბორანის განმარტებით. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ წარმატებული რეფორმები გატარდა, რამაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატი გააუმჯობესა.
„თუმცა ბოლო დროს განვითარებული ეკონომიკური კრიზისის გამო შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა და საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონისთვის 5 %-დან 2,2 %-მდე შემცირდა.
ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოში ჩვენი პორტფელი გავზარდოთ, რადგანაც ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება მნიშვნელოვანია.რეგიონის ქვეყნებისთვის ვაჭრობა მშპ-ს 15 %-ს შეადგენს, ასევეა საქართველოშიც და ამიტომ ვეცდებით ვაჭრობის დაფინანსება კიდევ უფრო გავზარდოთ"- აღნიშნა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.