ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი პოლიციელი გოგა ანჩაბაძე მეჯვარის ცოლის გაუპატიურებას ცდილობდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევა პირად ურთიერთობას უკავშირდება.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილს კონფლიქტი ჰქონდა მეჯვარესთან. ამ დროისთვის დაჭრილი სამართალდამცველი ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მას ყური აქვს მოჭრილი და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.
პოლიციელი ზუგდიდში დაახლოებით 12:00 საათზე იპოვეს. იგი შიშველ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველის ფორმა იქვე, დაჭრილ მდგომარეობაში იდო.