ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომელი გააშიშვლეს და ყური მოაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებიც აღენიშნება.
აღნიშნულ საკითხზე "ჯი-ეიჩ-ენი" სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს თენგიზ გუნავას დაუკავშირდა, თუმცა მისთვის ჯერჯერობით უცნობია მომხდარის დეტალები.
მომხდარის თაობაზე "ჯი-ეიჩ-ენი" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა. როგორც ძალოვან უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გავრცელდება.