თბილისის მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი სამი დეკემბრისთვის გადაიდო.
პროცესის გადადების მიზეზი ბრალდების მხარის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობა გახდა.
პროკურატურის განმარტებით, მას სჭირდება დრო კეზერაშვილის ექსტრადირებისთვის და ტექსტების ფრანგულიდან სათარგმნად, რადგან პარიზიდან მიღებული დოკუმენტაცია ჯერ უნდა დამუშავდეს.
თბილისის მერის გიგი უგულავას განმარტებით, პროკურატურა დროს ხელოვნურად ჭიმავს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს უნდა განეხილა საქმე, რომელიც 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები