,,უფლებდამცველთა გაერთიანებამ'' და კოალიცია ,,ჩვენი უფლებებისათვის'' სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების სახალხო დამცველის აპარატიდან წამოსვლასთან და ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ციხეებში საჭიროა შეიქმნას დამატებითი საზოგადოებრივი კონტროლის სისტემა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები შევლენ, მით უმეტეს რამდენიმე ხნის წინ მსგავსი მონიტორინგი ხორციელდებოდა თუმცა რამდენიმე თვის წინ ის გაუქმდა. არ არის გამორიცხული ციხეებში უახლოეს პერიოდში სიტუაცია დაიძაბოს, რადგან გარკვეულ ძალებს სურთ პატიმრების მეშვეობით იქ სიტუაცია არიონ, რაც პრევენციისა და მონიტორინგის თანამშრომლების სახალხო დამცველის ოფისიდან წამოსვლასაც უკავშირდება. ამასთან ციხეები დღეს საზოგადოებრივი მონიტორინგის გარეშეა დარჩენილი. ის ადამიანები ვინც მონიტორინგს ახორციელებდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან, სამსახურები დატოვეს .
კოალიცია ,,ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარის ზაზა ლილუაშვილის განცხადებით - ,,მონიტორინგის სამსახური, რომელიც დღეს საუბრობს ციხეებში არსებულ პრობლემებზე. თუმცაღა პატიმრებისა და არასამთავრობოების მოთხოვნებზე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რეაგირება მოეხდინათ ციხეებში არსებულ დარღვევებზე, პასიურობით გამოირჩოდნენ.''
არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას უმოკლეს დროში მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერებასთან დაკავშირებით.