შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავა თურქეთის მოქალაქე, ომარ დ., რომელმაც 2012 წლის 5 დეკემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტ "წითელი ხიდი"-ს გვერდის ავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ გადმოკვეთა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლისკოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულიმთავარი სამმართველო აწარმოებს.