შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების (განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონი) დარღვევის ფაქტზე, ტოგოს დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "GULF HARVEST"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.
საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის დადგენილებით,სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.