2013 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა ფოთის პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს.
საქმე შეეხება ვინმე გურამ (მამუკა) ლაშქარავას მიმართ ფოთის პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტს.
სახალხო დამცველის მიერ მოძიებული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.