ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის თემაზე ორთვიანი პრაქტიკული კურსი გაიხსნა. ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ გახსნეს.
ერთობლივი საგადასახადო სკოლის პროექტი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდა. პროექტის მიზანია, სტუდენტებს მიეცეს საშუალება, გაიარონ სწავლება და მომზადება საგადასახადო სფეროს პრაქტიკის ექსპერტებთან. ორთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიმოხილვა, კანონმდებლობის მოქმედი გადასახადები, საგადასახადო კონტროლი, პასუხისმგებლობა და სხვა მიმართულებები.
პროექტში მონაწილეობენ ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები. ტრენერებად მიწვეული არიან შემოსავლების სამსახურის ექსპერტები.