მთავრობის წევრებმა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. რეგიონული განვითარების დაინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია თვლის, რომ ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ იგი თანამდებობას შეინარჩუნებს.
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ისევ კახა კალაძე იმუშავებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ოთარ ფარცხალაძის თანამდებობას ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურში. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოა.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის პოზიციას, მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოს დამტკიცდება, სტაბილური იქნება და უახლოეს მომავალში კორექტირებას არ განიცდის.