დღეს, 19.30 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ნოდარ გაბუნიას სახელობის I საერთაშორისო მუსიკალური კონკურსისა და ფესტივალის საზეიმო გახსნა.
გამოჩენილი ქართველ კომპოზიტორს, პიანისტს და პედაგოგს ნოდარ გაბუნიას წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნების აკადემიამ დააფუძნა ნოდარ გაბუნიას სახელობის I საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი და ფესტივალი, რომლის საზეიმო გახსნა 11 ნოემბერს ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკის ეროვნულ ცენტრში 19.30 საათზე გაიმართება. ფესტივალს გახსნაზე მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები. მათ შორის ვალერიან შიუკაშვილი (საქართველო), იური მარგულისი (აშშ), ფერმინ ბერნეთჰეა (ესპანეთი), ტრიო "სემპრე" (საქართველო) და სხვა.
ნ. გაბუნიას სახელობის საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები