კახეთში, 56 წლის ქალი გახურებულ თონეში ჩავარდა. დაშავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა თბილისში გადმოიყვანეს.
მედიკოსების თქმით, მას სხეულის 12% აქვს დამწვარი და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც.
მორიგე ექიმის ხათუნა ჯაფარიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და იგი მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
"ასაკი არის 56 წქელი. სხეულის თერმული დაზიანება მიღებული აქვს თონეში ჩავარდნის შედეგად. საერთო ფართი არის 12%-მდე, თუმცა დამწვრობა არის ღრმა მსამე-მეოთხე ხარისხის და სასუნთქი გზების თერმულ-ინგალაციური დაზიანება. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში,"- განაცხადა ხათუნა ჯაფარიძემ.