თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თავად აზმაიფარაშვილმა ამის შესახებ მეგობრებისგან შეიტყო.
მისი თქმით, სამინისტროდან არავის დაკავშირებია. კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სოფიო ხუნწარიას განცხადებით კი ზაზა აზმაიფარაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს მიიღეს.
"მთავარი დირიჟორი გათავისუფლებულია, თუმცა მას გამოეცხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის. ოპერის თეატრი მალე რემონტისთვის უნდა დაიხუროს და ამიტომ გადაწყდა, რომ ორკესტრს მოწვეული დირიჟორები უხელმძღვანელებენ, როცა კონცერტები და სპექტაკლები გაიმართება~, - განაცხადა ხუნწარიამ.