აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე და დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს მხარის წარმომადგენლები დღეს ზუგდიდში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში შესახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.
ყოლბაია აღნიშნულ ობიექტზე არსებულ დევნილთა პირობებს ადგილზე გაეცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
დევნილებმა აფხაზეთის მთავრობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეწყვეტილი ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებული პირები მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებიდან ფართების გამოყოფას ითხოვენ, რომელიც ზუგდიდის სხვადასხვა უბნებში სპეციალურად დევნილებისთვის შენდება.
მასალის გამოყენების პირობები