დღეს, 11 ნომებერს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო თბილისში, ყვარელის ქუჩაზე, 85 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს.
ბინის გასაღებს დევნილებს მინისტრი დავით დარახველიძე ჩააბარებს. ღონისძიებას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები მამუკა ცოტნიაშვილი და მერაბ მენაბდე.
ასევე ღონისძიებას დაესწრება მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე.