11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქველმოქმედო საღამო "ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს" გაიმართება.
კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს ჯულიარდის კონსერვატორიის სტუდენტი, ვან კლიბერნის და სუზან როუზის საფორტეპიანო გრანტის მფლობელი პიანისტი დავით ალადაშვილი.
თბილისის კულტურული ღპონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით პიანისტი სპეციალურად ამ საღამოსთვის ეწვევა თბილისს.
კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების რესტავრაციას, კონკრეტულად კი ძმები კარბელაშვილების საგალობლების კრებულს.
მასალის გამოყენების პირობები