რუსეთის დუმაში განსახილველად შესულია კანონპროექტი, რომელიც სეპარატიზმისათვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით 3 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკეთა ემუქრება მას, ვინც რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ დააყენებს, სეპარატისტული მოწოდებებით გამოვა ან სეპარატისტებისადმი საჯარო სიმპატიას გამოხატავს.
იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს მიიღბენ, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს ერთი მუხლი „სეპარატიზმის პროპაგანდა" დაემატება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ კანონპროექტის გაჩენა რამდენიმე სკანდალმა განაპირობა, რომელთა შემდეგ ისმოდა მოწოდებები რუსეთისგან კავკასიის სახელმწიფოები ჩამოცილებილიყვნენ.