საქართველოსთვის ლევილის მამულების გადმოცემის საკითხი წინ მიიწევს,- ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, კონსტანტინე სურგულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლევილის მამულის შესასწავლად კომპანია გამოიყო.
"ეს იმისათვის არის საჭირო, რომ საქართველოსთვის ლევილის მამულის იურიდიულად გადმოცემა გახდეს შესაძლებელი. ეს რუტინული შემოწმებაა იმისთვის, რათა გაირკვეს, რა მდგომარეობაშია ლევილის მამულის შენობები, რა არის სარესტავრაციო და ა. შ. ეს ერთ-ერთი პირობაა ლევილის მამულის გადმოსაცემად. მთავრობის სხდომაზე მალე დაისმება მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანია დაიქირაონ და მისთვის გარკვეული ანაზღაურება იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.