ფილიპინების კუნძულ ლეიტეზე დამანგრეველ ტაიფუნს 10 თასამდე ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური სააგენტოების ინფორმაციით, ტაიფუნ „ხაიიანის" მთავრი დარტყმა სწორედ ლეიტეზე მოვიდა.
ფილიპინების ხელისუფლება ჯერჯერობით არ აქვეყნებს დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას.
„გაიმართა შეხვედრა პროვინციის გუბერნატორთან და სხვა ჩინოვნიკებთან. გუბერნატორმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 10 ათასი ადამიანი", - განმარტა ადგილობრივი პოლიცის შეფმა ელმერ სორიამ.
დაღუპულთა უმეტესობა ან დაიხრჩო, ან დანგრეული შენობების ქვეშ მოჰყვა. პროვინცია ლეიტეში დანგრეულია შენობა-ნაგებობების 80%.
სპეციალისტების განცხადებით, ტროპიკული ტაიფუნი „ხაიიანი" ყველაზე ძლიერი შტორმია, რომელიც დაკვირვებების პერიოდში დაფიქსირებულა.
ხელისუფლებამ მოახერხა რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია, თუმცა სტიქიამ მიწასთან გაასწორა უამრავი დასახლება, დატბორა ფილიპინების სანაპირო ზოლი. როგორც ირკვევა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ცენტრალურ რაიონებსაც.
ქარის სიჩქარე, სინოპტიკოსების შეფასებით, 300კმ/სთ-ს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები