საქართველოს მასშტაბით, 11 ნოემბრამდე გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა ძლიერი წვიმა და ქარი მოსალოდნელი არ არის.
მისივე განმარტებით, მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე შენარჩუნდება.
,, დღეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. 10 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება. თუმცა ძლიერ წვიმასა და ქარს არ ველოდებით", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიორაძემ.
მისივე განმარტებით, 11 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით კვლავ გამოიდარებს.